პროდუქტის შესახებ
1C ERP სტანდარტი წარმოადგენს 1C-ის უახლეს პლატფორმაზე არსებულ კომპლექსურ მზა გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიების ფინანსური და მენეჯერული აღრისხვისათვის.
1C ERP სტანდარტი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- შესყიდვები
- საწყობი და მარაგები
- წარმოება
- გაყიდვები
- პერსონალის მართვა და საკადრო აღრიცხვა
- ფულადი სახსრები
- ბუღალტერია
- ფინანსური ანგარიშგებები
- RS.ge
სრულიად ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე (1C: საწარმო 8.4) მომუშავე პროგრამული გადაწყვეტილება 1C ERP სტანდარტი გაძლევთ შესაძლებლობას, ეფექტურად მართოთ ბიზნესი და გახადოთ იგი სრულად ავტომატიზირებული.
ვისთვის?
1C ERP სტანდარტის გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგ სფეროებში სხვადასხვა ტიპის წარმოების, მომსახურებისა თუ სავაჭრო საქმიანობისათვის.
- წარმოება
- კვების პროდუქტები
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
- რესტორნები (HoReCa)
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
- მძიმე მრეწველობა და სხვა.
- ვაჭრობა
- საცალო ვაჭრობა
- საბითუმო ვაჭრობა
- დისტრიბუცია (პრისეილი, ვენსეილი)
- ონლაინ-მაღაზიები (ecommerce)
- მომსახურება
- სამშენებლო სექტორი
- სატრანსპორტო მომსახურება
- ავტოდილერები
- საკონსულტაციო სერვისი
- ტურიზმი
- საარენდო მომსახურება და სხვა.
ფუნციონალური შესაძლებლობები
1C ERP სტანდარტში რეალიზებულია ყველა აუცილებელი ფუნქცია დაგეგმვის, აღრიცხვის, ოპერატიული მართვის, კონტროლისა და ანალიზისათვის. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას, ხელმძღვანელობას სთავაზობს მართვისთვის აუცილებელი ინსტუმენტების ფართო სპექტრს, თანამშრომლებს კი უქმნის პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო ახალ შესაძლებლობებს.
1C ERP სტანდარტში შესაძლებელია:
- მომხმარებლების და მომწოდებლების ბაზების წარმოება
- შეკვეთების, სავაჭრო ოპერაციების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- სრულყოფილი სასაწყობე აღრიცხვა
- შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვა
- დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა და ვადების კონტროლი
- საწარმოო პროცესების კონტროლი
- საკადრო აღრიცხვა, პერსონალთან ანგარიშწორებების წარმოება
- საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
- დებიტორული/კრედიტორული ანგარიშსწორებების კონტროლი;
- საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა / კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- სრული ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ: მიღებული შემოსავლების, ფულადი სახსრების მოძრაობის, მოგება-ზარალისა და კაპიტალის აღრიცხვა.
პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობები:
- პროგრამა მთლიანად ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან, რაც საშუალებას გაძლევთ ავტომატურად დაასინქრონოთ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
- პროგრამა ერთდროულად რამდენიმე იურიდიული პირის აღრიცხვის საშუალებას იძლევა.
- სისტემაში აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ ვალუტაშია შესაძლებელი.
- პროგრამის თანამედროვე ვებ ინტერფეისი ინფორმაციულ ბაზაზე წვდომის შესაძლებელობას გაძლევთ ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია.
- გარე შესაერთებელ მოწყობილობებთან (შტრიხ-კოდ სკანერი, სალარო აპარატი, თერმული პრინტერი) ინტეგრაციის შესაძლებლობა.
- ინტერნეტ მაღაზიასთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.
- პროგრამა უზრუნველყოფს დოკუმენტების ცენტრალიზებულ შენახვას სხვადასხვა ფორმატში (ცხრილები, ტექსტური ფაილები, გამოსახულება, აუდიო, ვიდეო ფაილები და ა.შ.)
- სისტემას გააჩნია რეპორტების დამუშავების და აწყობის მოქნილი მექანიზმი. შესაძლებელია ანგარიშგების დროითი პერიოდის, გამოსახული მაჩვენებლების, დეტალიზაციის დონისა და დაჯგუფების რიგის ცვლილება, ამ ცვლილებების დამახსოვრება შემდეგი გამოყენების მიზნით და ასევე ახალი ანგარიშგების დამოუკიდებლად აწყობა.
პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.