fbpx

პროდუქტის შესახებ


1C ERP 2.1 წარმოადგენს 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP გადაწყვეტილების სტანდარტებს და განკუთვნილია მსხვილი ზომის კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის.

1C ERP 2.1 მართვის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც კომპანიის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ, აღრიცხონ, გააკონტროლონ და გააანალიზონ მათ კომპანიაში მიმდინარე პროცესები. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას გვაძლევს, განვსაზღვროთ კომპანიის მიზნები, დავგეგმოთ პროცესები, მოვახდინოთ დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოვაწესრიგოთ აღრიცხვიანობა.

1C ERP 2.1-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოების პროცესების ეფექტური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის.

1C ERP 2.1 მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებას, უფრო დეტალურად კი:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები (საცალო და საბითუმო რეალიზაციები)
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • წარმოება
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგი
  • CRM
  • HR - პერსონალის მართვა
  • საკადრო აღრიცხვა და ხელფასები
  • დოკუმენტბრუნვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • ბიუჯეტირება
  • Rs.ge

1C ERP 2.1 გაძლევთ შესაძლებლობას, ეფექტურად მართოთ თქვენი ბიზნესი და პროცესები გახადოთ სრულად ავტომატიზირებული.

ვისთვის?


პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მსხვილი ზომის კომპანიების და სახელმწიფო ორგანიზაციების ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ავტომატიზაციისთვის. პროგრამა სრულად ფარავს შემდეგ მიმართულებებს:

  • წარმოება
    • კვების პროდუქტები
    • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
    • რესტორნები (HoReCa)
    • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
    • მძიმე მრეწველობა და სხვა.
  • ვაჭრობა
    • საცალო ვაჭრობა
    • საბითუმო ვაჭრობა
    • დისტრიბუცია (პრისეილი, ვენსეილი)
    • ონლაინ-მაღაზიები (e-commerce)
  • მომსახურება
    • სამშენებლო სექტორი
    • სატრანსპორტო მომსახურება
    • ავტოდილერები
    • საკონსულტაციო სერვისი
    • ტურიზმი
    • საარენდო მომსახურება და სხვა.

მრავალფეროვანი ბიზნეს პროცესების მქონე ორგანიზაციებისთვის 1C ERP 2.1-ში მარტივი და მოქნილი მექანიზმებია ჩადებული დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზის კუთხით.

1C ERP 2.1 შექმნილია მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს პრაქტიკების მიხედვით, რის გამოც მას სწორედ ის ფუნქციონალური შესაძლებლობები აქვს, რომლებიც ყველაზე მეტადაა მოთხოვნადი სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან.

1C ERP 2.1 ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ამარტივებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და ხელს უწყობს რუტინული ოპერაციების ავტომატიზაციას.

ფუნციონალური შესაძლებლობები


1C ERP 2.1 - ის დახმარებით შესაძლებელია:

  • მომხმარებლების და მომწოდებლების ბაზების წარმოება
  • შეკვეთების, სავაჭრო ოპერაციების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • შესყიდვების ავტომატიზაცია
  • სრულყოფილი სასაწყობე აღრიცხვა
  • შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვა
  • დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა და ვადების კონტროლი
  • საწარმოო პროცესების დაგეგმვა და კონტროლი
  • საკადრო აღრიცხვა, პერსონალთან ანგარიშწორებების წარმოება
  • საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა
  • აღრიცხვა ერთდროულად რამდენიმე ვალუტაში
  • დებიტორული/კრედიტორული ანგარიშსწორებების კონტროლი
  • საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა / კონტროლი
  • ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ: მიღებული შემოსავლების, ფულადი სახსრების მოძრაობის, მოგება-ზარალისა და კაპიტალის აღრიცხვა
  • ფინანსური ბიუჯეტირება

1C ERP 2.1 -ის ძირითად უპირატესობებს წარმოადგენს:

  • დაგეგმვაზე და აღრიცხვაზე დამყარებული მართვის მექანიზმის არსებობა
  • კომპანიაში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაციის შესაძლებლობა
  • ანალიზისთვის საჭირო მექანიზმების არსებობა
  • მოქნილი რეპორტინგი
  • სწრაფი წვდომა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციზე
  • პროგრამა ანაცვლებს ათეულობით ცხრილს, დოკუმენტს, ანგარიშგებას და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ გაწვდით დეტალურ ინფორმაციას
  • 1C ERP 2.1 კომფორტულია თანამშრომლებისათვის, რადგანაც იგი იძლევა დროის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას
  • კომპანიის მოთხოვნაზე მორგებული ანგარიშგების ფორმები (საჭირო რეკვიზიტის დამატებისა და მის ჭრილში ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობა)
  • კომპანიის მოთხოვნებზე მორგებული საბეჭდი ფორმები
  • ბიზნესის მართვის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
  • ყველა წამყვანი ბრაუზერის მხარდაჭერა
  • მობილური ანალიტიკური პლატფორმა
  • სახელმწიფო სერვისებთან ინტეგრაცია (შემოსავლების სამსახური, ბანკები)
  • ინტეგრაცია გარე შესაერთებელ მოწყობილობებთან (სალარო აპარატი, შტრიხკოდ სკანერი, თერმული პრინტერი და სხვა.)

პროგრამა მაქსიმალურად ერგება კომპანიის ბიზნეს პორცესებს, პარამეტრების პანელით შესაძლებელია სისტემის ვიზუალის კომპანიაზე მორგება, რაც უზრუნველყოფს პროგრამასთან მუშაობის მოხერხებულობას.

პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით!

Georgian