fbpx

დღესდღეობით სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს Cloud სერვისს მისი უპირატესობების გამო.

თუ თქვენ არ ფლობთ საკუთარ სერვერს, ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ Cloud მომსახურება.

რას არის Cloud მომსახურება და რა უპირატესობებით ხასიათდება იგი?

Cloud მომსახურება გულისხმობს კომპანიის ინფორმაციის, ჩვენს შემთხვევაში პროგრამული ლიცენზიების და ინფორმაციული ბაზის განთავსებას Cloud სივრცეში. Cloud მომსახურების ძირითად უპირატესობებს კი წარმოადგენს:

კაპიტალური დანახარჯის არარსებობა

არჩევანის შეჩერება Cloud მომსახურებაზე გულისხმობს, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა თავი აარიდოს ტექნიკაზე (სერვერი, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები და სხვა) გაწეულ ძვირადღირებულ დანახარჯებს. Cloud მომსახურება ეს იჯარაა - თქვენ არ გაქვთ პირველადი დანახარჯი და გაქვთ უფლება თქვენთვის სასურველი დროით და პირობებით, ისარგებლოთ პროგრამული უზრუნველყოფით.

მოქნილობა

Cloud მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად შეგიძლიათ მოერგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს. დამატებითი კაპიტალური დანახარჯების გარეშე გაზარდოთ ან შეამციროთ საჭირო მოცულობა. Cloud-ზე არსებული სერვისები იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ. მოქნილობის ასეთი მაღალი დონე ქმნის კომკურენტულ უპირატესობას. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელები ოპერაციულ მოქნილობას მთავარ მოტივატორად ასახელებენ Cloud მომსახურებაზე გადასვლის დროს.

 უსაფრთხოება:

Cloud მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენი კომპანიის პროგრამული ლიცენზიები და ინფორმაციული ბაზა მაქსიმალურად არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საფრთხე, რადგანაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვის რისკი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება Cloud სივრცეში და თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, დაუკავშირდეთ მას. სწორედ რისკებისადმი გამძლეობა და უსაფრთხოებაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ Cloud მომსახურებაზე გადასვლის დროს.

ავტომატური განახლებები:

Cloud მომსახურება უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ გაცვლას და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ავტომატური განახლებები რეალურ დროში.

როდესაც კომპანია Сloud მომსახურებით სარგებლობს, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობის გარდა მას აქვს შესაძლებლობა ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ისარგებლოს მისთვის შექმნილი სიახლეებით. OneSoft-ის გუნდის დახმარებით Cloud მომსახურებით მოსარგებლე ყველა მომხმარებელს აქვს რეგულარული განახლებების მიღების შესაძლებლობა.

სისწრაფე და მოხერხებულობა

 მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და Cloud სერვისის მეშვეობით პროგრამასთან დაკავშირება ხდება ძალიან მარტივი. ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებით თქვენს ინფორმაციულ ბაზას და ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი დრო ან სხვადასხვა ტიპის რთული პროცედურის გავლა.

Cloud მომსახურება - მეტი მოქნილობა თქვენი ბიზნესისათვის!

Georgian