fbpx

პროგრამის აღწერა


ERP 2.1 წარმოადგენს 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP გადაწყვეტილების სტანდარტებს და რომლის მეშვეობითაც კომპანიის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ, აღრიცხონ, გააკონტროლონ და გააანალიზონ მათ კომპანიაში მიმდინარე პროცესები. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება გაძლევთ შესაძლებლობას, განსაზღვროთ კომპანიის მიზნები, მოახდინოთ დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოაწესრიგოთ აღრიცხვიანობა.

ERP 2.1-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოების პროცესების ეფექტური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის.

პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები (საცალო და საბითუმო რეალიზაციები)
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგი
  • CRM
  • HR - პერსონალის მართვა
  • საკადრო აღრიცხვა და ხელფასები
  • დოკუმენტბრუნვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • ბიუჯეტირება
  • RS.ge

სისტემა მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP 2.1-ის დაგეგმვის ფუნციონალის შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენებისათვის.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა პროცესის, ოპერაციის დაგეგმვისთვის საჭირო ქმედებების შესახებ.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • დეტალურად გაეცნოთ სისტემაში არსებულ დაგეგმვის ელემენტებს
  • შეისწავლოთ მოდულთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები და განსაზღვრებები
  • შეისწავლოთ დაგეგმარების თეორიები და გაეცნოთ დაგეგმვის სხვადასხვა აღიარებულ პრაქტიკას
  • შეისწავლოთ დაგეგმვის კონცეფცია და გაანალიზოთ დაგეგმვის სქემები
  • დაგეგმოთ სხვადასხვა ოპერაცია (შესყიდვები, წარმოება, რეალიზაცია და სხვა)
  • დაგეგმოთ კომპანიის შემოსავლების და ხარჯების ნაწილი
  • შემუშავებული გეგმები შეადაროთ ფაქტობრივ მონაცემებს
  • გაეცნოთ პროგრამაში დაგეგმვის კუთხით არსებულ სრულ ციკლს

მიზნობრივი ჯგუფი


კურსი განკუთვნილია სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების კორპორატიული ჯგუფებისათვის:

  • კომპანიების მფლობელ / დამფუძნებელთათვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიაში არსებული ERP სისტემის შესაძლებლობების შესახებ და ეფექტურად ისარგებლონ დაგეგმვის მოდულით. სწორად დაგეგმონ, აღრიცხონ, აკონტორლონ და გააანალიზონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები
  • კომპანიის ბუღალტრებისთვის
  • კომპანიის ფინანსური მენეჯერებისათვის
  • მენეჯერებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიაში მიმდინარე პროცესების მართვაზე
  • ყველა იმ პირისათვის, ვისაც სურს ERP 2.1-ის დაგეგმვის ფუნციონალის შესწავლა

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ.

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • დაგეგმვისთვის საჭირო პროგრამის პარამეტრების აწყობას
  • კომპანიაში მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვას (შესყიდვები, წარმოება, გაყიდვები, შემოსავლების და ხარჯების ნაწილი)
  • დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის პროგრამაში ასახვას (საწყისი ნაშთების შეყვანა, ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი და სხვა)
  • დაგეგმვისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას, მათ შევსებას სხვადასხვა მეთოდით
  • გეგმის ვიზუალიზაციას
  • გეგმის ფაქტობრივ მონაცემებთან შედარებას და გაანალიზებას
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაციის სწრაფად მოძიებას
  • პროგრამის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისთვის

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

Georgian