დღევანდელ კონკურენტულ გარემოში კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და ოპერატიული რეაგირება ახალ გამოწვევებზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ფლობთ პროგრამას და სერვერს, ასევე საჭირო პირველადი ინვესტიცია სჭარბობს თქვენს ბიუჯეტს, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება SaaS (Software as a service) პროგრამა, როგორც მომსახურება სერვისით:
რა არის SaaS მომსახურება და რა უპირატესობებით ხასიათდება იგი?
SaaS ეს არის პროგრამა, როგორც სერვისი (software as a service), რაც გულისხმობს პროგრამული ლიცენზიების, სერვერული ლიცენზიის და ინფორმაციული ბაზის განთავსებას დამკვეთის სერვერზე, ყოველთვიური იჯარის სახით. SaaS მომსახურებით სარგებლობისას თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული მოწყობილობის (სერვერი) ან პროგრამული ლიცენზიების ერთჯერადად ნასყიდობა, არამედ იყენებთ ჩვენს სერვერს, ლიცენზიებს და ყველა დანარჩენ კომპონენტს, რაც სისტემის გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო. SaaS მომსახურება გეხმარებათ დროის უმოკლეს პერიოდში თქვენი კომპანია აღჭურვოთ თანამედროვე და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფით.
კაპიტალური დანახარჯების არარსებობა
SaaS მომსახურების არჩევის შემთხვევაში, თქვენ არ გაქვთ პირველადი დანარხარჯები, რაც პროგრამის ერთჯერად ნასყიდობასთანაა დაკავშირებული. ამ მიდგომის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ იჯარით იღებთ სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას და თავს არიდებთ ძვირადღირებულ პირველად ინვესტიციას (სერვერის შეძენა, მისი გამართვა, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები, პროგრამული ლიცენზიები, სერვერული ლიცენზია და სხვა).
მოქნილობა
SaaS მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად შეგიძლიათ, პროგრამა მოარგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს. დამატებითი კაპიტალური დანახარჯების გარეშე გაზარდოთ ან შეამციროთ სისტემისთვის საჭირო მოცულობა. SaaS სერვისი იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ. მოქნილობის ასეთი მაღალი დონე ქმნის კონკურენტულ უპირატესობას.
უსაფრთხოება
SaaS მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენი კომპანიის პროგრამული ლიცენზიები და ინფორმაციული ბაზა მაქსიმალურად არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საფრთხე, რადგანაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვის რისკი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება Cloud სივრცეში და თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, დაუკავშირდეთ მას. სწორედ რისკებისადმი გამძლეობა და უსაფრთხოებაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ SaaS მომსახურებაზე გადასვლის დროს.
სისწრაფე და მოხერხებულობა
მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და SaaS სერვისის მეშვეობით პროგრამასთან დაკავშირება ხდება ძალიან მარტივად. ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებით თქვენს ინფორმაციულ ბაზას და ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი დრო ან სხვადასხვა ტიპის რთული პროცედურის გავლა.
SaaS მომსახურება - კომპლექსური გამოწვევების მარტივი გადაჭრის გზა!