კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
ძირითადი მოვალეობები:
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე / ხარვეზებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრა, კონტროლი და მონიტორინგი
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, გამართვა
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
- შესაერთებელი მოწყობილობების პროგრამასთან ინტეგრაცია (სკანერი, სასწორი და სხვა)
- ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტირება, კონფიგურირება და ადმინისტრირება
- SQL ბაზების დამუშავება
- ოპერაციული სისტემის პერიოდული გადაყენება / განახლება
- მიმდინარე სისტემის / არსებული ინფორმაციული ბაზების დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა
- სერვერის / შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
- მონაცემთა ბაზების ასლების აღება და პორტების გადამისამართება
- ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაწყვეტა
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში ჩართულობა
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
- 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1C 8.1 ვერსიისა)
- უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური)
- ქსელური ტექნიკის ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი) – ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
- ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:info@1soft.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
OneSoft გისურვებთ წარმატებას!