fbpx

ტექნიკური მოწყობილობების, სერვერის და მასზე არსებული ინფორმაციული ბაზების უსაფრთხოება ბიზნესის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ პროექტზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი კომპანიის მომხმარებლებს აქვთ ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ინფორმაციული ბაზების დაცულობისთვის და სერვერის გამართული მუშაობისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები დამკვეთი კომპანიის IT თანამშრომლის პასუხისმგებლობას სცდება OneSoft გთავაზობთ სისტემური ადმინისტრირების მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციული ბაზის დაცულობას და სერვერის გამართულ მუშაობას.

ვინ არის სისტემური ადმინისტრატორი?

სისტემური ადმინისტრატორი ეს არის სპეციალისტი, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულებით დაზიანებისგან იცავს თქვენს სერვერს და მასზე არსებულ ინფორმაციულ ბაზებს. აღნიშნული კადრი პასუხსიმგებელია სისტემის გამართულ მუშაობაზე.    

სისტემური ადმინისტრირების მომსახურების ფარგლებში დამკვეთის სერვერზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  • პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
  • სერვერზე არსებული პროგრამის ინფორმაციული ბაზის დაცვა მოცემულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის აღმოფხვრის მიზნით
  • მონაცემთა რეზერვაციის სისტემის ადმინისტრირება
  • პროგრამის ინფორმაციული ბაზის ასლის აღება
  • პროგრამის ინფორმაციული ბაზების ოპტიმიზაცია
  • პროგრამასთან დაკავშირებული ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაჭრა
  • სერვერის სარეკომენდაციო მონაცემების შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა პროგრამის ინფორმაციული ბაზის შეუფერხებელი მუშაობისათვის და ოპტიმიზაციისათვის.

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ მაღალხარისხიანი მომსახურება და მოგაცილოთ სერვერის დაზიანების ან მასზე განთავსებული ინფორმაციული ბაზის დაკარგვის რისკი. ამ მომსახურებით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენს მშვიდ სამუშაო პროცესს.

Georgian