კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • კომპანიაში 1C ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება
  • კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით
  • დამკვეთის   თანამშრომლების   დახმარება   პროგრამის   ათვისებაში –   პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება
  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა სრულყოფილად
  • პასუხსიმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანმიმართულობა
  • კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი).
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

გთხოვთ, ვაკანსიები გამოაგზავნოთ მეილზე: info@1soft.ge

წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: 1C კონფიგურაციის სპეციალისტი

OneSoft გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

Georgian