კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის დეველოპერის პოზიციაზე.
OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
სამუშაო მოთხოვნები:
- პროგრამირება 1C-ის 8.2 და 8.3 პლატფორმებზე
- კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, შენარჩუნება, ადმინისტრირება, მომხმარებლების მხარდაჭერა
- დამატებითი ანგარიშების და დამუშავებების შექმნა
- კონფიგურაციის შექმნა/აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა
- არებულ ბაზებზე მუშაობა, მონაცემების გაცვლა არსებულსა და სხვა ბაზებს შორის
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- პროგრამული ენების კარგად ცოდნა (C++, Java, C#)
- სტუდენტურ ან კომერციულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი ალგორითმების ცოდნა
- პროგრამული კოდის ტესტირების უნარი
- ტექნიკური დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე წაკითვის უნარი
- შემოქმედებითი აზროვნება, სწავლის მიმართ გახსნილობა
- აქტიურობა და მიზანმიმართულობა
სასურველია:
- სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა – „Cпециалист по платформе 1С 8”;
- „1C Предприятие 8”-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა, პროგრამირება)
- კონფიგურაციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა
- პლატფორმის მექანიზმების ცოდნა, მონაცემების გაცვლის უნივერსალური მექანიზმის ცოდნა, ინფორნმაციული ბაზების განაწილების მექანიზმის ცოდნა
- ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა, აქედან არანაკლებ 1 წლისა 8.2 ვერსიაზე
- უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი).
- ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.