კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
- კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
- ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
- არსებული კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
- სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
- პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
- კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:
- კომუნიკაბელურობა
- დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- დახვეწილი მეტყველების უნარი
- პრეზენტაბელურობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
- კრეატიულობა
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად).
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დ. გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!