კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
ძირითადი მოვალეობები:
- კანცელარიის მოწესრიგება – დოკუმენტებთან მუშაობა
- კომპანიის ელ-ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება
- კომპანიაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება
- ოფიციალური წერილების მომზადება
- მყიდველის შეკვეთაზე რეაგირება
- ხელშეკრულების გაფორმება
- ინვოისების მომზადება და კლიენტისათვის მიწოდება
- შიდა შესყიდვების ორგანიზება (ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო, საინფორმაციო თუ სამეურნეო მასალით)
- შესყიდვების ორგანიზება შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით – ინფორმაციის მომზადება შესყიდვის ობიექტის, ფასის, მოწოდების და გადახდის პირობების შესახებ
- კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების (MS Office, Google Mail, Drive) სრულყოფილი ცოდნა
- უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილ დონეზე ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი/მოსმენა)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- 1С სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
- ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული – კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!