fbpx

პროგრამის აღწერა


ERP 2.1 წარმოადგენს 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP გადაწყვეტილების სტანდარტებს და რომლის მეშვეობითაც კომპანიის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ, აღრიცხონ, გააკონტროლონ და გააანალიზონ მათ კომპანიაში მიმდინარე პროცესები. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება გაძლევთ შესაძლებლობას, განსაზღვროთ კომპანიის მიზნები, მოახდინოთ დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოაწესრიგოთ აღრიცხვიანობა.

ERP 2.1-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოების პროცესების ეფექტური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის.

პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები (საცალო და საბითუმო რეალიზაციები)
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგი
  • CRM
  • HR - პერსონალის მართვა
  • საკადრო აღრიცხვა და ხელფასები
  • დოკუმენტბრუნვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • ბიუჯეტირება
  • RS.ge

სისტემა მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP 2.1-ის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენებისათვის.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროგრამის სხვადასხვა მოდულის და ამ მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • ისწავლოთ სისტემასთან მუშაობა
  • მიიღოთ ინფორმაცია ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის საბაზისო პრინციპებზე
  • გაეცნოთ საწარმოს ბიზნეს სფეციფიკას
  • განიხილოთ საწარმოს ძირითადი ოპერაციები
  • გააანალიზოთ თითოეული ოპერაციის გავლენა ფინანსურ შედეგზე

მიზნობრივი ჯგუფი


კურსი განკუთვნილია სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების კორპორატიული ჯგუფებისათვის:

  • კომპანიების მფლობელ / დამფუძნებელთათვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიაში არსებული ERP სისტემის შესაძლებლობების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისათვის შეძლონ სისტემის ეფექტური გამოყენება
  • კომპანიის ბუღალტრებისთვის, რათა მათ ERP სისტემის დახმარებთ უზრუნველყონ ორგანიზაციის სწორი ბუღალტრული აღრიცხვა
  • კომპანიის ფინანსური მენეჯერებისათვის, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა ტიპის ფინანსური ანგარიშგების აწყობა ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით
  • მენეჯერებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • ყველა იმ პირისათვის, ვისაც სურს ERP 2.1-ის ფუნციონალური შესაძლებლობების შესწავლა

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.  

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ
  • დახმარების გარეშე ააწყროთ პროგრამის პარამეტრები
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისთვის
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და შესრულებული სამუშაოები
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მოიძიოთ პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაცია
  • ერთმანეთთან დააკავშიროთ ყველა განყოფილება / დეპარტამენტი და შეამციროთ ინფორმაციის გაცვლის ხარჯები

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

Georgian