საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია თელავის ღვინის მარანში
კომპანიის მიმოხილვა
1915 წელს თელავის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარსდა თელავის ღვინის მარანი და თითქმის საუკუნეა, რაც ამ კომპანიაში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის. თელავის ღვინის მარანი ინარჩუნებს კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ისტორიული გამოცდილებითა და მეღვინეობის უახლესი მეთოდების ერთობლიობით ქმნის ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებლებს.
პრობლემა
კომპანია თელავის ღვინის მარანში 2014 წელს გაჩნდა საწარმოო პროცესების ავტომატიზირებული მართვისთვის აუცილებელი პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვის საჭიროება, რომელიც გაითვალისწინებდა ღვინის წარმოების სპეციფიკას. სისტემას უნდა ჰქონოდა ყველა საჭირო მექანიზმი, რომელიც გაამარტივებდა სრული საწარმოო ციკლის აღრიცხვიანობას, დაწყებული ვენახის მოვლით, დასრულებული ჩამოსხმული ღვინის რეალიზაციით.
გადაწყვეტილება
პრობლემის იდენტიფიცირების და საჭიროებების განსაზღვრის შემდგომ თელავის ღვინის მარანმა მიმართა კომპანია OneSoft-ს. დასმული ამოცანების დეტალური შესწავლის შემდეგ გადაწყდა, დანერგილიყო კომპლექსური გადაწყვეტილება - ERP Standard. პირველი ეტაპი, ლიცენზირება იყო, რასაც მოჰყვა სწავლება და დანერგვის სამუშაოები. პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვიდან ორი წლის თავზე, კომპანიის ზრდისა და ბიზნეს პროცესების გამრავალფეროვნების კვლადაკვალ კომპანია OneSoft-მა მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე უფრო მასშტაბური ERP გადაწყვეტილება შესთავაზა თელავის ღვინის მარანს. კომპანიებმა 2016 წელს სისტემა ERP 2.1-ის დანერგვის მიმართულებით დაიწყეს მუშაობა.
დღევანდელი მდგომარეობა
ბიზნესის წარმატებაში ტექნოლოგიები რომ დიდ როლს თამაშობს დღეს უკვე ყველამ ვიცით, ამიტომაც ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რომელი პროგრამული გადაწყვეტილება სჯობს ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობისთვის. თელავის ღვინის მარანში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კომპანია აღრიცხვის სწორად შერჩეულ მექანიზმს იყენებს.
სისტემაში მარტივად აღირიცხება რთველის, ღვინის დაწურვის, შენახვის, ჩამოსხმის, რეალიზაციის და ექსპორტის ოპერაციები, ამასთანავე არსებობს თითოეულ ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ანალიტიკის შესაძლებლობა.
კომპანია წარმატებით იყენებს სისტემის სხვადასხვა მოდულს: შესყიდვები, საწყობის ოპერაციები, სავაჭრო ოპერაციები, რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოება, ბუღალტრული და ფინანსური მოდულები.
ამ ეტაპზე თელავის ღვინის მარანი სარგებლობს OneSoft-ის დისტანციური მხარადჭერის მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვებით მოგვმართავენ კომპანიის თანამშრომლები და ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად გავცეთ კვალიფიციური პასუხები.
თელავის ღვინის მარანში პროცესები დეცენტრალიზებულია, დეპარტამენტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ერთიან სისტემაში კი სრული ინფორმაცია იყრის თავს.
სამომავლო გეგმები
ERP 2.1 მართვის სწორი ინსტრუმენტია, რომელიც თელავის ღვინის მარანს აძლევს შესაძლებლობას იყოს ბაზარზე კონკურენტული, დაგეგმოს, აღრიცხოს, აკონტროლოს და გააანალიზოს საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესი.
სამომავლოდ კომპანია კვლავაც გაფართოებას გეგმავს და OneSoft-ის გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ კიდევ უფრო თანამედროვე და მეტი შესაძლებლობების მქონე გადაწყვეტილებები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.