პროგრამის აღწერა


ERP კომპაქტი ეს არის კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. იგი შექმნილია იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ოპერაციების აღრიცხვის პროცესი და მეწარმეს მისცეს ოპერატიული ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.

ERP კომპაქტი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბანკები
  • rs.ge
  • დისტრიბუცია
  • ხელმძღვანელის მონიტორი
  • ონლაინ-მაღაზია
  • ანგარიშგებები

ERP Compact ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, მოხერხებულად გააფორმოთ სავაჭრო, სასაწყობე და საწარმოო აღრიცხვის, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი.

პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მენეჯერული აღრიცხვის ავტომატიზაციისთვის, ბიზნეს პროცესების კონტროლისა და ანალიზისთვის,

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP Compact-ის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენების მიზნით.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროგრამის სხვადასხვა მოდულის და ამ მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • ისწავლოთ სისტემასთან მუშაობა
  • მიიღოთ ინფორმაცია ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის საბაზისო პრინციპებზე
  • გაეცნოთ საწარმოს ბიზნეს სფეციფიკას
  • განიხილოთ საწარმოს ძირითადი ოპერაციები
  • გააანალიზოთ თითოეული ოპერაციის გავლენა შედეგებზე

მიზნობრივი ჯგუფი


აღნიშნული ტრენინგის მიზნობრივი აუდიტორია საკმაოდ ფართოა და მოიცავს:

  • კომპანიის მფლობელებს, დამფუძნებლებს და მმართველ პარტნიორებს, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიაში არსებული ERP სისტემის შესაძლებლობების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისათვის შეძლონ სისტემის ეფექტური გამოყენება
  • სავაჭრო, საწარმოო და მომსახურების სფეროს სხვადასხვა რგოლის მენეჯერებს (შესყიდვების, გაყიდვების, საწყობის, წარმოების, ლოჯისტიკის და სხვა)
  • მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
  • ინტეგრატორებს - ადამიანებს, რომლებსაც სურთ მიიღონ დამატებითი შემოსავალი - მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://erpcompact.ge/integratori/)

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.  

სწავლების მეთოდები


სწავლების მეთოდები:

სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ
  • დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე, ააწყროთ პროგრამის პარამეტრები
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისთვის
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და შესრულებული სამუშაოები
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მოიძიოთ პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაცია

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

Georgian