პროგრამის აღწერა


ERP 2.1 წარმოადგენს 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP გადაწყვეტილების სტანდარტებს და რომლის მეშვეობითაც კომპანიის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ, აღრიცხონ, გააკონტროლონ და გააანალიზონ მათ კომპანიაში მიმდინარე პროცესები. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება გაძლევთ შესაძლებლობას, განსაზღვროთ კომპანიის მიზნები, მოახდინოთ დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოაწესრიგოთ აღრიცხვიანობა.

ERP 2.1-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოების პროცესების ეფექტური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის.

პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები (საცალო და საბითუმო რეალიზაციები)
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგი
  • CRM
  • HR - პერსონალის მართვა
  • საკადრო აღრიცხვა და ხელფასები
  • დოკუმენტბრუნვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • ბიუჯეტირება
  • RS.ge

სისტემა მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP 2.1-ის ვაჭრობის მართვის მოდულის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენებისათვის.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ვაჭრობის მართვის მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • დეტალურად გაეცნოთ პროგრამის ვაჭრობის მართვის მოდულს
  • შეისწავლოთ ვაჭრობის მართვის აღიარებული პრაქტიკები
  • შეისწავლოთ მოდულთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები და განსაზღვრებები
  • შეისწავლოთ ვაჭრობის მართვის კონცეფცია და მოარგოთ იგი თქვენი კომპანიის სპეციფიკას
  • გაეცნოთ პროგრამაში არსებულ საცალო და საბითუმო ვაჭრობის აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებს
  • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო პროდუქტის / სერვისის / სამუშაოს შესახებ
  • დაგეგმოთ გაყიდვები
  • შექმნათ კომერციული წინადადებები
  • დაგეგმოთ მარკეტინგული აქციები
  • შეიმუშავოთ ფასდაკლებების სქემები
  • შექმნათ საფასო სიები, პროდუქტის, მომსახურების, მომწოდებლის, მყიდველის და სხვა ნებისმიერი ლოგიკის გათვალისწინებით
  • მიიღოთ ინფორმაცია პროდუქტის / სერვისის თვითღირებულების და სარეალიზაციო ფასის შესახებ
  • შექმნათ მყიდველთა შეკვეთები და შეკვეთის მიხედვით მოახდინოთ რეალიზაცია
  • გაანალიზოთ რეალიზაციის შედეგები, ააწყოთ შესაბამისი ანგარიშგებები, გრაფიკები, დიაგრამები

მიზნობრივი ჯგუფი


კურსი განკუთვნილია სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების კორპორატიული ჯგუფებისათვის:

  • კომპანიების მფლობელ / დამფუძნებელთათვის
  • კომპანიების გაყიდვების მენეჯერებისათვი
  • კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებისათვის
  • მენეჯერებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიაში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
  • კომპანიის ბუღალტრებისთვის და ფინანსური მენეჯერებისათვის
  • ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ERP 2.1-ის ვაჭრობის მართვის ფუნციონალის შესწავლით

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 25 სთ.

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • ვაჭრობის მარვისთვის საჭირო პროგრამის პარამეტრების აწყობას
  • ვაჭრობის მართვის მოდულის ეფექტურად გამოყენებას
  • ვაჭრობის მართვის სტანდარტული მოდულის თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებას
  • პროგრამაში არსებული, საცალო და საბითუმო რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტების გამოყენებას
  • კომპანიაში მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვას
  • სასაწყობე ოპერაცების პროგრამულ ასახვას (საწყობში მიღება, საწყობებს შორის გადაადგილება, საწყობიდან რეალიზაცია)
  • სარეალიზაციო პროდუქტის/მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის დაფიქსირებას
  • გაყიდვების დაგეგმვას
  • კომერციული წინადადებების მომზადებას
  • მარკეტინგული აქციების დაგეგმვას
  • ფასდაკლებების სქემების შემუშავებას თქვენთვის სასურველი ლოგიკის გათვალისწინებით
  • საფასო სიების შექმნას
  • გაყიდვების დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის პროგრამაში ასახვას (საწყისი ნაშთების შეყვანა, ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი და სხვა)
  • გაყიდვების ვიზუალიზაციას
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაციის სწრაფად მოძიებას
  • რეალიზაციის შედეგების გაანალიზებას, შესაბამისი ანგარიშგებების, გრაფიკების, დიაგრამების აწყობას
  • პროგრამის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას ვაჭრობის მართვის ავტომატიზაციისათვის

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

Georgian