პროდუქტის შესახებ


ERP კომპაქტი ეს არის კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. იგი შექმნილია იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ოპერაციების აღრიცხვის პროცესი და მეწარმეს მისცეს ოპერატიული ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.

ERP კომპაქტი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბანკები
  • RS.ge
  • დისტრიბუცია
  • ხელმძღვანელის მონიტორი
  • ონლაინ-მაღაზია
  • ანგარიშგებები

 

ERP კომპაქტი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, მოხერხებულად გააფორმოთ სავაჭრო, სასაწყობე და საწარმოო აღრიცხვის, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი.

ვისთვის?


პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მენეჯერული აღრიცხვის ავტომატიზაციისთვის, ბიზნეს პროცესების კონტროლისა და ანალიზისთვის, მათ შორის:

  • წარმოება
    • კვების პროდუქტები
    • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
    • რესტორნები (HoReCa)
    • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
    • მძიმე მრეწველობა და სხვა.

 

 

  • ვაჭრობა
    • საცალო ვაჭრობა
    • საბითუმო ვაჭრობა
    • დისტრიბუცია (პრისეილი, ვენსეილი)
    • ონლაინ-მაღაზიები (ecommerce)

 

  • მომსახურება
    • სამშენებლო სექტორი
    • სატრანსპორტო მომსახურება
    • ავტოდილერები
    • საკონსულტაციო სერვისი
    • ტურიზმი
    • საარენდო მომსახურება და სხვა.

ფუნციონალური შესაძლებლობები


ERP კომპაქტის დახმარებით შესაძლებელია:

  • შესყიდვების ავტომატიზაცია ge-სთან სინქრონიზაციით
  • სრულყოფილი სასაწყობე აღრიცხვა
  • საწარმოო პროცესების კონტროლი
  • საცალო და საბითუმო ვაჭრობის ოპერაციების ავტომატიზაცია
  • მომხმარებელთა ბაზების წარმოება და ანგარიშწორებების კონტროლი
  • საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა
  • თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა და მათი შესრულების კონტროლი
  • დისტრიბუციის მართვა
  • ონლაინ მაღაზიებთან ინტეგრაცია
  • კომპანიის შემოსავლის, გასავლისა და მოგების ანალიზი.

პროგრამა შესაძლებელია დაყენდეს როგორც თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე ან პლანშეტზე, ასევე Cloud სერვისზე. პროგრამასთან დაკავშირება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით.

პროგრამის უპირატესობებია:

  • მარტივი და გასაგები ინტერფეისი;
  • ბიზნესის მართვის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
  • ოპტიმალური ფასი;
  • პროგრამის დანერგვის ეფექტური მექანიზმი - ტექნიკური სპეციალისტი (ინტეგრატორი) საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
  • შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა (სალარო აპარატი, შტრიხკოდ სკანერი, თერმული პრინტერი და სხვა.)

პროგრამა არ არის გადატვირთული ზედმეტი ფუნქციონალით. ასაწყობი პარამეტრების პანელით შესაძლებელია სისტემის ვიზუალის კომპანიაზე მორგება, რაც უზრუნველყოფს პროგრამის დანერგვის სიმარტივეს და მასთან მუშაობის მოხერხებულობას.

პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

 

Georgian