ჩვენ შესახებ

კომპანია OneSoft, 1C-ის ფრანჩაიზი საქართველოში, სააღრიცხვო სისტემების პროვაიდერია პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბიზნეს პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში და გავხადოთ ის უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური.

კომპანიის მიზანია 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებები მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ბიზნეს სექტორისათვის და დაამკვიდროს ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურა საქართველოში.

კომპანია OneSoft -ის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ განავითაროს მაღალხარისხიანი მართვის სისტემები და ხელმისაწვდომი გახადოს იგი სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიისათვის.

OneSoft მომხმარებელს სთავაზობს 1C სააღრიცხვო სისტემებს და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას:

  • სწავლება (როგორც კორპორატიული, ასევე OneSoft Training Centre - ში)
  • სისტემის დანერგვა - 1C ბიზნეს გადაწყვეტილების სპეციალისტის და დეველოპერის მომსახურება;
  • ტექნიკური მხარდაჭერა - სისტემის დანერგვის შემდგომ დისტანციური მხარდაჭერა.

კომპანია OneSoft-ის თანამშრომლობა გუნდის წევრებთან, მომხმარებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ღია და უშუალოა. იგი ეფუძნება გძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს და ორიენტირებულია მომხმარებლების წინაშე არსებული ამოცანების ინდივიდუალური მიდგომის გზით გადაჭრაზე იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს სასურველი, მომხმარებელი კი - კმაყოფილი.

ჩვენი კორპორატიული ღირებულებებია:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • ინოვაცია და ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება
  • პროფესიონალიზმი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობა
Georgian