fbpx

არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის მოთხოვნები სცდება პროგრამის სტანდარტულ ფუნციონალურ შესაძლებლობებს და სწორედ ამ დროს კომპანია OneSoft გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, უფრო ზუსტად კი - კონფიგურაციის დეველოპერის მომსახურებას.

ვინ არის კონფიგურაციის დეველოპერი?

კონფიგურაციის დეველოპერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრამულ კოდში სხვადასხვა ტიპის მოდიფიკაციის შედეგად პროგრამის თქვენს მოთხოვნებზე მორგება.

გარდა იმისა, რომ პროგრამაში წარმოდგენილია მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეფექტური დაგეგმის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის, ჩვენი გუნდი მზად არის თქვენი მოთხოვნის საფუძველზე დანერგოს დამატებითი მოდულები, შექმნას პროგრამის ახალი ფუნციონალი, თქვენთვის სასურველ სხვა სისტემებთან მოახდინოს ინტეგრირება და სხვა მრავალი.

როგორც წესი ამგვარ მოთხოვნას აფიქსირებთ თქვენ, ჩვენ კი გიზიარებთ დროთა განმავლობაში დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

იქიდან გამომდინარე, რომ მრავალ არასტანდარტულ და ინდივიდუალურ დავალებაზე იმუშავეს ჩვენმა კონფიგურაციის სპეციალისტებმა დღეს უკვე გვაქვს შესაძებლობა შემოგთავაზოთ თქვენს ბიზნეს-პროცესებზე მაქსიმალურად მორგებული, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური სააღრიცხვო სისტემა.

იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიგოთ, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს დამატებითი პროგრამული სამუშაოები, გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

  • ინდივიდუალური რეპორტების აწყობა
  • ინდივიდუალური საბეჭდი ფორმების შექმნა
  • პროგრამის ვიზუალის ადაპტირება კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით
  • გარკვეული მოდიფიკაციების შეტანა პროგრამის სტანდარტულ ფუნქციონალში
Georgian