ტექნიკური მოწყობილობების, სერვერის და მასზე არსებული ინფორმაციული ბაზების უსაფრთხოება ბიზნესის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ პროექტზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი კომპანიის მომხმარებლებს აქვთ ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ინფორმაციული ბაზების დაცულობისთვის და სერვერის გამართული მუშაობისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები დამკვეთი კომპანიის IT თანამშრომლის პასუხისმგებლობას სცდება OneSoft გთავაზობთ სისტემური ადმინისტრირების მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციული ბაზის დაცულობას და სერვერის გამართულ მუშაობას.

ვინ არის სისტემური ადმინისტრატორი?

სისტემური ადმინისტრატორი ეს არის სპეციალისტი, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულებით დაზიანებისგან იცავს თქვენს სერვერს და მასზე არსებულ ინფორმაციულ ბაზებს. აღნიშნული კადრი პასუხსიმგებელია სისტემის გამართულ მუშაობაზე.    

სისტემური ადმინისტრირების მომსახურების ფარგლებში დამკვეთის სერვერზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  • სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვერთან დაკავშირებული შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა - ქსელის აპარატურაში ცვლილებების შეტანა
  • სერვერზე არსებული ინფორმაციის დაცვა მოცემულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის აღმოფხვრის მიზნით
  • მონაცემთა რეზერვაციის სისტემის ადმინისტრირება - მონაცემთა ბაზაში, აქტიური ბაზების ასლის აღება
  • მიმდინარე სისტემის დაცვა
  • სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა
  • სერვერის გაწმენდა ვირუსებისგან
  • სამუშაო პროგრამების და ოპერაციული სისტემების ოპტიმიზაცია
  • ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაჭრა
  • კონსულტაციები სერვერთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • სერვერის მონაცემებთან დაკავშირებული რეკომენდაციები

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ მაღალხარისხიანი მომსახურება და მოგაცილოთ სერვერის დაზიანების ან მასზე განთავსებული ინფორმაციული ბაზის დაკარგვის რისკი. ამ მომსახურებით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენს მშვიდ სამუშაო პროცესს.

Georgian