კომპანიის მიერ შერჩეული პროგრამული პროდუქტის სწორი და ეფექტური გამოყენების მიზნით OneSoft გთავაზობთ კონფიგურაციის სპეციალისტის მომსახურებას.

იმისათვის, რომ შეძლოთ დაინახოთ, თუ რა უპირატესობები აქვს თქვენ მიერ შერჩეულ პროგრამულ გადაწყვეტილებას, როგორ შეუძლია მას თქვენს კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია, დროითი რესურსის დაზოგვა და სხვა მრავალი სარგებლის მოტანა, აუცილებელია, მისი გამოყენება დაიწყოთ სწორად. ამაში კი ბიზნეს გადაწყვეტილების კონფიგურაციის სპეციალისტი დაგეხმარებათ.

შესაბამისი ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ თქვენ უკვე გეცოდინებათ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლოთ პროგრამის გამოყენება. პირველი ეტაპი, ეს არის თქვენი კომპანიის წარმომადგენლისა და ჩვენი მხრიდან გამოყოფილი სპეციალური კადრის, კონფიგურაციის სპეციალისტის, შეთანხმებით პროექტის გეგმის შედგენა.

კონფიგურაციის სპეციალისტი ჩვენი გუნდის ის თანამშრომელია, რომელიც გეხმარებათ პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვაში. იგი ურთიერთობს თქვენს თანამშრომლებთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოარგოს პროგრამის სტანდარტული ფუნციონალი თქვენს მოთხოვნებს შედეგად კი, მიიღოთ მაღალფუნქციონალური და ტექნიკურად სრულფასოვანი პროგრამული პროდუქტი.

პროექტის გეგმა მოიცავს სისტემის ასამუშავებლად საჭირო ყველა ნაბიჯს, რომელიც დროშია გაწერილი. სწორედ ამ გეგმის შეთანხმების შემდეგ იწყება დანერგვის სამუშაოები, რომლებიც წარიმართება აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად. პროცესი მიმდინარეობს ERP სისტემების დანერგვის წამყვანი მეთოდოლოგიების, საერთაშორისო პრაქტიკების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და, რა თქმა უნდა, მომხმარებლების, საჭიროებების გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, თუ რა ტიპის სამუშაოებს ასრულებს კონფიგურაციის სპეციალისტი გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა
  • პროგრამის ინტერფეისის მორგება
  • სააღრიცხვო პოლიტიკის აწყობა
  • კომპანიის პირველადი მონაცემების პროგრამაში ჩატვირთვა
  • შემოსავლების სამსახურის პორტალთან (rs.ge–სთან) კავშირის აწყობა
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირება
  • კონსულტაციები პროგრამის სხვადასხვა ფუნციონალზე
  • სისტემის გაშვების მხარდაჭერა
  • ბიზნეს პროცესების შესაბამისად ანგარიშგებების, ანალიტიკური რეპორტების, საბეჭდი ფორმების რესტრუქტურიზაცია და სხვა

აღნიშნული მომოსახურების მიღების შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ ჩვენგან დამოუკიდებლად პროგრამაში მუშაობის გაგრძელებას. ასევე შესაძლებლობა გექნებათ, ისარგებლოთ ცხელი ხაზის შეუზღუდავი მომსახურებით (საკომუნიკაციო პროგრამა 1C Сonnect-ის მეშვეობით) ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული საჭირო კონსულტაციების ოპერატიულ რეჟიმში მიღების მიზნით. ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი მუდმივად მზად არის, უპასუხოს თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს.

ჩვენი მიზანია, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გზით დაგეხმაროთ ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვაში, რასაც მაქსიმალურად კომფორტული და მუდმივად განვითარებადი პროგრამული გადაწყვეტილებების მეშვეობით ვაკეთებთ.

Georgian