ავტომატიზაციის შედეგი Karcher Georgia-ს მაგალითზე

კომპანიის მიმოხილვა

Kärcher ის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში, რომელიც პასუხისმგებელია სამ ქვეყანაზე: საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე.

პრობლემა

ყველა ინდუსტრიას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა, რომლის თავისებურებებიც ბიზნესის ავტომატიზაციისას აუცილებლად გასათვალისწინებელია. Kärcher Caucasus-ს ესაჭიროებოდა თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართული ERP სისტემა, რომელიც გაამარტივებდა სამუშაო პროცესს, როგორც კომპანიის დეპარტამენტებს შორის, ასევე მომწოდებლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მხრივაც.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სათაო ოფისი გერმანიაშია, მნიშვნელოვანი იყო, გერმანელ პარტნიორებს ჰქონოდათ სისტემასთან წვდომა და ნებისმიერ დროს შეძლებლოდათ პროგრამასთან დაკავშირება მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით.

პრობლემის გადაჭრის გზა

Kärcher Caucasus -ის მიერ დასმული ამოცანა OneSoft-ის სპეციალისტების გუნდმა დეტალურად შეისწავლა, რის შემდეგაც კომპანიას შესთავაზა არსებული პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული გზა. Kärcher Caucasus -ის თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატივა და შევარჩიეთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება. დავნერგეთ სტანდარტული ERP სისტემა და ჩვენი დეველოპერების დახმარებით პროგარამას დავუმატეთ ბევრი არასტანდარტული, კონკრეტულად Kärcher Caucasus-ის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ანგარიშგება თუ საბეჭდი ფორმა.

დანერგვის პარალელურად ვმუშაობდით სხვა სისტემებთან ინტეგრაციაზე. ERP Standard დავუკავშირეთ მომწოდებლების სისტემას, რის შედეგადაც Kärcher Caucasus-ის თანამშრომლები ძალიან სწრაფად და ეფექტურად ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას.

ავტომატიზაციის ხელშესახები შედეგი არის ის, რომ ყოველდღიურ რუტინულ ოპერაციებზე იხარჯება მინიმალური დრო, არსებობს რეპორტების დამუშავების და აწყობის მოქნილი მექანიზმი და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი აღირიცხება ერთიან სისტემაში.

 

დღევანდელი მდგომარეობა

ERP სისტემაში, რომელსაც Kärcher Caucasus იყენებს რეალიზებულია ყველა აუცილებელი ფუნქცია დაგეგმვის, აღრიცხვის, ოპერატიული მართვის, კონტროლისა და ანალიზისთვის. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას, კომპანიის ხელმძღვანელებს სთავაზობს მართვისთვის აუცილებელი ინსტუმენტების ფართო სპექტრს, თანამშრომლებს კი უქმნის პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო შესაძლებლობებს.

სისტემის მეშვეობით დღეს Kärcher Caucasus -ს შეუძლია:

  • სრულყოფილი სასაწყობე აღრიცხვა;
  • მომხმარებლებლებისა და მომწოდებელთა ბაზების წარმოება;
  • კომპანიაში მიმდინარე სხვადასვხა ტიპის ოპერაციის აღირცხვა;
  • დებიტორული/კრედიტორული ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციების ვადების კონტროლი.

გამარტივებულია პროგრამიდან ინფორმაციის ამოღების პროცესი, რადგან სისტემა მეგობრობს ექსელთან. შესაძლებელია, ნებისმიერი მონაცემების იმპორტი ან/და ექსპორტი შესაბამის ფორმატში.

სამომავლო გეგმები

კომპანია ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს. მას პროგრამული კუთხით სჭირდება რჩევები და რეკომენდაციები. Kärcher Caucasus -ის ხელმძღვანელების განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში OneSoft-ის ERP სპეციალისტების დახმარებით იგეგმება სამუშაოები, სწორად ისახება მიზნები და OneSoft-ის გუნდის გვერდში დგომის იმედი აქვთ პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

 
 
Georgian