ერთიანი პროგრამული გადაწყვეტილება, რომელსაც კომპანია TIME იყენებს

კომპანიის მიმოხილვა

2013 წელს TIME-ის პირველი მაღაზია გაიხსნა თბილისში. დღეს კომპანია საქართველოს მასშტაბით 8 ფილიალს ფლობს და ასევე Pandora-ს და G-SHOCK-ის მაღაზიების სახით არის წარმოდგენილი.

მაღაზიათა ქსელი TIME მსოფლიო ბრენდების საათების, სამკაულებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს გვთავაზობს. TIME მსოფლიოში აღიარებული ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Emporio Armani, Michael Kors, DKNY, Pierre Cardin, Guess, Gucci, Tommy Hilfiger, Casio, Hamilton, Just Cavalli, PANDORA.

პრობლემა

გამომდინარე იქიდან, რომ TIME-ის ძირითადი მიმართულება პროდუქციის საცალო რეალიზაციაა და კომპანია უკვე 9 ფილიალს მართავს, პროცესების ოპტიმიზაცია ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. კომპანიას სჭირდებოდა მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დეტალური აღრიცხვის, საწყობის ოპერაციების კონტროლის და ანგარიშგებების მრავალმხრივად დამუშავების შესაძლებლობას მისცემდა მას.

კომპანია TIME-ს გააჩნია ძალიან ბევრი დასახელების პროდუქცია, რის გამოც პროგრამის შერჩევის დროს აუცილებელი პირობა იყო სისტემას შესძლებოდა მრავალრიცხოვანი სასაქონლო სიის დამუშავება, პროდუქტების დაჯგუფება ბრენდების, კატეგორიების და მოდელების მიხედვით. ასევე საფასო სიების შედგენის, ფასდაკლებების სქმების შემუშავების, მარკეტინგული აქტოვობების დაგეგმვისთვის საჭირო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო პროგრამა აღჭურვილი.

პრობლემის გადაჭრა

პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, კომპანია OneSoft-ის სპეციალისტების გუნდის აქტიური ჩართულობით, მომზადდა გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანია TIME-მა თანამედროვე სისტემით დაიწყო მუშაობა. არჩევანი შეჩერდა ERP Standard-ზე, რომელიც კომპანიაში მიმდინარე პროცესების სრულყოფილი ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა. TIME-ის თანამშრომლებისათვის ჩატარდა პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შემსწავლელი კურსი, რომლის შემდეგაც OneSoft-ის მხრიდან გამოიყო კონფიგურაციის სპეციალისტთა გუნდი და დაიწყო სისტემის დანერგვის ერთობლივი სამუშაოები. კომპანიამ მაქსიმალურად აითვისა ERP Standard-ის ვაჭრობის მართვის მოდული და დღეს უკვე აქტიურად იყენებს შესყიდვების, საწყობის, კადრების აღრიცხვის და ბუღალტერიის მოდულებსაც. ასევე აქვს შესაძლებლობა, სისტემაში არსებული ინფორმაცია წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიშგებების, გრაფიკებისა და დიაგრამების სახით.

დღევანდელი მდგომარეობა

დღეს კომპანია TIME-ში ყოველდღიური რუტინული ოპერაციები ჩანაცვლებულია ავტომატიზაციით. კომპანიის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროგრამის სპეციალისტებთან სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაიმე კითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში ბიზნეს კონსულტანტთან მარტივად დაკავშირების საშუალება, რის შემდეგაც სწრაფად ხდება ნებისმიერი საკითხის მოგვარება.

პროგრამის თითოეულ მომხმარებელს აქვს სისტემის ვიზუალის მორგების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პროგრამასთან მუშაობის მოხერხებულობას. იქიდან გამომდინარე, რომ ERP სისტემა საკმაოდ მოცულობითი და მრავალმხრივია, გარკვეული ფუნქციონალის გამარტივების მიზნით სისტემას აქვს შესაბამისი ალმები, რომელთა ჩართვა/გამორთვითაც მარტივდება პროგრამა და ერგება კომპანიის აღრიცხვის პოლიტიკას. პროგრამაში მექანიკური შეცდომების დაშვების რისკიც დაზღვეულია, მომხმარებელს არ შეუძლია უბრალოდ „გააქროს“ მონაცემები სისტემიდან, იგი ნიშნავს არასასურველ დოკუმენტს წაშლაზე, ხოლო ადმინისტრატორი ახდენს მონაცემების საბოლოო გასუფთავებას.

დღეს TIME-ში არსებული გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, სწორად განისაზღვროს კომპანიის მიზნები, დაიგეგმოს პროცესები, მოხდეს დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოწესრიგდეს აღრიცხვიანობა.

სამომავლო გეგმები

საცალო რეალიზაციების ბიზნესი საკმაოდ კომპლექსურია და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით აუცილებლად საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ მხარდაჭერას. TIME - ში აცხადებენ, რომ OneSoft-ის ERP გადაწყვეტილება და ბიზნეს კონსულტანტების მუდმივი თანადგომა კომპანიას ეხმარება მიზნების მიღწევაში სწორედ ამიტომაც, ბიზნესის გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნისას TIME-ს OneSoft -ის მხარდაჭერის იმედი აქვს.

სისტემა მუდმივად ვითარდება და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამის განვითარებაში ვითვალისწინებთ მომხმარებლების მოსაზრებებს. ვთვლით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩვენი სისტემით მოსარგებლე ადამიანები კმაყოფილები არიან, ეს კარგი მხარდაჭერაა.

 
Georgian